სამაგისტრო პროგრამა “სადაზღვევო საქმე”
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი სადაზღვევო საქმეში – Master of Business Administration in Insurance
სპეციალიზაციის სფეროები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
სადაზღვევო საქმე
დაზღვევა და რისკის მართვა
დაზღვევის ანდერაითინგი, ზარალების მართვა
სიცოცხლის დაზღვევის აქტუარული აღრიცხვა
არასიცოცხლის დაზღვევის აქტუარული აღრიცხვა
აქტუარული მათემატიკა
სადაზღვევო საქმის მარკეტინგი
სადაზღვევო საქმის მენეჯმენტი
სადაზღვევო საქმის ფინანსური მენეჯმენტი
ფინანსური და საბანკო რისკების დაზღვევა
სადაზღვევო სამართალი
ინფორმაციული სისტემების მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ინტეგრირებული სისტემები და მართული ჯანდაცვა
ჯანდაცვის პოლიტიკა
სიმულირებული სადაზღვევო კომპანია
მიღების წესი: ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ სადაზღვევო საქმის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღებად კანდიდატმა უნდა დაწეროს ესე-მოტივაცია
ესე დაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 გვერდისა, აკრეფილი სილფაინში, 1,5 ინტერვალით, 11 ზომის შრიფტით. აუცილებლად უნდა მიეთითოს ესეს დასაწყისში სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, მაგისტრატურის რეგისტრაციის ნომერი, ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქულა, მაილი, საკონტაქტო ინფორმაცია.
ესეს წერის დროს აღწერილი უნდა იყოს:
1. რატომ გსურთ მაგისტრატურაში ჩაბარება.
2. რატომ აირჩიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. თქვენი მიზნები და მოტივები.
4. აღწერეთ რისი მიღწევა გსურთ 5-10 წლის განმალობაში.
5. რა გამოცდილება გაქვთ არჩეული მიმართულებით.
6. არჩეულ სფეროში ერთი პრობლემის თქვენეული ხედვა.
ესსე – ფასდება 100 ქულიანი სისტემით
1. მიზნებისა და მოტივების არგუმენტირებული მსჯელობა და გააზრება – 45 ქულა
2. ზოგადი განათლება – 15 ქულა
3. დამოუკიდებელი აზროვნება – 10 ქულა
4. სამუშაო გამოცდილება-10 ქულა
5. აქტიურობა (გავლილი ტრენინგები, სერთიფიკატები) –20 ქულა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი