თ. ვერულავა – “ბისმარკის კონკურენტული სადაზღვევო მოდელი”

თ. ვერულავა – “ბისმარკის კონკურენტული სადაზღვევო მოდელი”  (მრავალგადამხდელიანი VS ერთგადამხდელიანი)”

 

თენგიზ ვერულავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

საჯარო ლექცია გაიმართა “თავისუფლების კლუბის” ორგანიზებით თავისუფალ უნივერსიტეტში. 8 ნოემბერი. 2012 წ.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების სამთავრობო გეგმის მიხედვით ძირითადი აქცენტი კეთდება ბისმარკის მოდელზე დამყარებული დაფინანსების სისტემის განვითარებაზე.

სამთავრობო პროგრამასთან მიმართებით დაგროვდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მოითხოვს ფართო განხილვას.
ამ კონტექსტში საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი, განსაკუთრებით გერმანული სამედიცინო დაზღვევის სისტემის, რომელიც გულისხმობს ჯანდაცვის სისტემაში საბაზრო რეგულატორების, ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად სამედიცინო დაზღვევის კონკურენციაზე დაფუძნებული სისტემის განვითარებას, სადაც მზღვეველის სახით მოქმედებს მრავალი სადაზღვევო ორგანიზაცია, რაც ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და რესურსების ეფექტურად გამოყენებას.

სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Tengiz Verulava – Bismarck Competitive Social Insurance Model
Club of Liberty, Tbilisi Free University

Master Program “Health Policy & Management”
Ilia State University