სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”

სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი”

***
სამაგისტრო პროგრამა “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი” მულტიდისციპლინური პროგრამაა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ფარმაციის მენეჯმენტის მიმართულებებს, რაც სტუდენტს ფართო არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამა ითვალისწინებს ჯანდაცვის პოლიტიკის, მართვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და ფარმაციის თეორიებისა და პრინციპების ათვისებას, ასევე პრაქტიკაში მათი გამოყენების, ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების ანალიზის, სტრუქტურირების და მათი გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სწავლის შემდეგ სტუდენტს უვითარდება ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროების შესახებ თანამედროვე სამეცნიერო დისკურსებში დამოუკიდებლად ორიენტირების უნარი.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია:

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში MBA in Health Management;
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფარმაციის მენეჯმენტში – Master of Business Administration (MBA) in Pharmacy Management;
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, — Master of Public Health

სპეციალიზაციის სფეროები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
ჯანდაცვის მენეჯმენტი;
ჯანდაცვის პოლიტიკა;
ჯანდაცვის მარკეტინგი;
ჯანდაცვის ფინანსური მენეჯმენტი;
ჯანდაცვის სამართალი, ბიოეთიკა;
ჯანდაცვის ეკონომიკა;
ინტეგრირებული სქემები და მართული ჯანდაცვა;
ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების მართვა;
ჯანდაცვის ორგანიზაციული ქცევა;
ჯანდაცვის პროგრამების მართვა;
ეპიდემიოლოგია, გარემო და ჯანმრთელობა;
ბიოსტატისტიკა;
სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა;
სადაზღვევო საქმე
ჯანდაცვის ეკონომეტრიკა;
ფარმაციის პოლიტიკა, ეკონომიკა;
სიმულაციური საავადმყოფო (აფთიაქი)

დასაქმების პერსპექტივები:

• კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს ჯანდაცვითი ორგანიზაციების მაღალი და საშუალო დონის მენეჯერად;
• იმუშაოს მკვლევარად აკადემიურ სამეცნიერო ინსტიტუტებში;
• დასაქმდეს საჯარო სამსახურში, საზოგადოებრივ სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;

მიღების წესი:

ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ კანდიდატმა უნდა დაწეროს ესე-მოტივაცია

ესე დაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 გვერდისა, აკრეფილი სილფაინში, 1,5 ინტერვალით, 11 ზომის შრიფტით. აუცილებლად უნდა მიეთითოს ესეს დასაწყისში სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, მაგისტრატურის რეგისტრაციის ნომერი, ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქულა, მაილი, საკონტაქტო ინფორმაცია.

ესეს წერის დროს აღწერილი უნდა იყოს:
1. რატომ გსურთ მაგისტრატურაში ჩაბარება.
2. რატომ აირჩიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. თქვენი მიზნები და მოტივები.
4. აღწერეთ რისი მიღწევა გსურთ 5-10 წლის განმალობაში.
5. რა გამოცდილება გაქვთ არჩეული მიმართულებით.
6. არჩეულ სფეროში ერთი პრობლემის თქვენეული ხედვა.

ესსე — ფასდება 100 ქულიანი სისტემით

1. მიზნებისა და მოტივების არგუმენტირებული მსჯელობა და გააზრება — 45 ქულა
2. ზოგადი განათლება — 15 ქულა
3. დამოუკიდებელი აზროვნება — 10 ქულა
4. სამუშაო გამოცდილება-10 ქულა
5. აქტიურობა (გავლილი ტრენინგები, სერთიფიკატები) –20 ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი